გაკვეთილების გეგმები


გაკვეთილის მთავარი თემა
ალექსანდრე ყაზბეგი,“ხევისბერი გოჩა“(ტექსტზე მუშაობა-  VII-XII თავები)
კლასი/სწავლების საფეხური
XI კლასი, საშუალო საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
19 მოსწავლე,
არ მყავს სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
თხრობის უნარის განვითარება;
მსჯელობის უნარის განვითარება;
ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება;
კრიტიკული ანალიზის უნარის განვითარება;
შედეგი
ქართ.XI.5 .მოსწავლეს  შეუძლია  ტექსტის გაანალიზება მასში ასახული ინფორმაციის, თემის, იდეისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ.XI. 6.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს მხატვრული  ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლა კონკრეტულიაუდიტორიი სწინაშე კონკრეტული მიზნით; ქართ.XI. 2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს ნასწავლი უნდა ჰქონდეთ ტექსტი;
 უნდა იცნობდნენ მწერლის ბიოგრაფია
გაკვეთილის მსვლელობა
      A ფაზა[გამოწვევა]
 მასწავლებელი სურვილისამებრ რამდენიმე მოაწავლეს წააკითხებს დავალებად მიცემულ VII-XII თავების შინაარსის გეგმას.მასწავლებელი ტექსტის გასააზრებლად და მოსწავლეთა მეტყველების განვითარების  მიზნით კლასიდან რამდენიმე მოსწავლეს მოაყოლებს მნიშვნელოვან პასაჟებს ტექსტიდან. კერძოდ: როგორ შემოდის გოჩა ნაწარმოებში,როგორ ახასიათებს მას მწერალი; ონისეს განცდები; მამა-შვილის საუბარი.
- 15 წუთი                                                           
B  ფაზა[შინაარსის რეალიზება.]  
მასწავლებელი  კლასში ამუშავებს სახელმძღვანელოში მოცემულ VII–12 თავების შესაბამის კითხვარს (რომელსაც თავისი შეხედულებისამებრ შესაძლოა დაუმატოს ასეთი კითხვები: როგორ ხასიათდებიან პერსონაები მოცემული მონაკვეთის მიხედვით,რას ანიჭებს მწერალი უპირატესობა: პირდაპირ დახასიათებას თუ მოქმედებაში ავლენს მათ თვისებებს; იკვეთება თუ არა პორტრეტში გმირის ხასიათი და .                      - 10 წუთი
.C ფაზა (გამთლიანება)
შემდეგ მასწავლებელი დასვამს კითხვებს: რომელ ნაწარმოებში შეხვდით შვილისაგან მშობლისთვის თავისი სიყვარულის დამალვის ეპიზოდებს?(პასუხი:,,ოთარაანთ ქვრივი“);როგორ არის გადმოცემული შვილებისა დამშობლის განცდები ამ ორ ტექსტში?(მოსწავლეებს შეუძლიათ მოძებნონ სახელმძღვანელოში ,,ოთარაანთ ქვრივის’’ შესაბამისი ეპიზოდი და გადაიკითხონ).
შემდეგ ეკითხება მოსწავლეებს: რომელ ტექსტშია ეს განცდები უფრო მძაფრად აღწერილი და რა არის ამის მიზეზი?
-15 წუთი
სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო,
 სურათები,

საშინაო დავალება
წასაკითხად მოთხრობის XII-XIX თავები.
წერილობითი დავალება- რატომ არ არიან შვილები მშობლებთან გულახდილები
აღნიშნული თავების გეგმის შედგენა   -2 წუთი


შეფასება -3 წუთი
შეფასების სქემა . შეფასება  მოხდება  წარმოდგენილი  რუბრიკის   შესაბამისად.






No comments:

Post a Comment

ჩემ  შესახებ დაბადების  თარიღი: